საერთაშორისო სემინარი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის რიგით 27-ე საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს. ღონისძიებაში ევროპის 14 ქვეყნის 23 წარმომადგენელი მონაწილეობს. მონაწილეები ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებსა და მათი აღიარების პროცედურებს განიხილავენ.