საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანი, არსენიო დომინგესი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და IMO-ს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა და ქვეყნის საზღვაო სექტორის გაძლიერების მიზნით სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები მიმოიხილეს. ყურადღება დაეთმო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესსა და მის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას სერვისების დიჯიტალიზაციის თვალსაზრისით, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში საზღვაო სექტორის მნიშვნელოვან განვითარებას.