საერთაშორისო საზღვაო გამოფენა

POSIDONIA 2026. ქართულმა დელეგაციამ ათენში უმსხვილეს საერთაშორისო საზღვაო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ქართულმა მხარემ, გამოფენის ფარგლებში, შეხვედრები გამართა როგორც სხვადასხვა ქვეყნების საზღვაო ადმინისტრაციების, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების, გემთმფლობელებისა და საზღვაო ბიზნესის წარმომადგენლებთან.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართველი მეზღვაურების მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციასა და ქვეყნის მზარდ როლზე რეგიონულ საზღვაო ინდუსტრიაში. ასევე საუბრის თემა იყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.