საქართველოს დელეგაციამ კონსტანცაში საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება რუმინეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა და მასში 11 ქვეყნის 70-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. საქართველოდან ღონისძიებაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო აკადემიისა და სხვადასხვა კერძო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფორუმის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით საქართველოს ელჩი გამოვიდა. თამარ ბერუჩაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შავი ზღვის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ხედვა და პრიორიტეტები წარუდგინა.