საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში
7 და 8 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართება. ეს არის რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე, რომელიც წელს სლოგანით: „სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს“ იმართება. ფორუმზე განხილვის მთავარი თემები შუა დერეფნის შესაძლებლობები, გლობალური სავაჭრო მარშრუტები, პორტების განვითარება და რეგიონული ინტეგრაცია იქნება. ფორუმზე ასევე გაიმართება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის პრეზენტაცია, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდება რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალისა და შავი ზღვის დერეფნის განვითარებაზე.