საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში

21:15, 07.09.2026

საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც შუა დერეფნის მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

ბათუმში საერთაშორისო ორგანიზაციების, მსხვილი საზღვაო გადამზიდი კომპანიების და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები იმყოფებიან. ქალაქი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს. მთავარი განსახილველი თემებია საზღვაო სფეროში კავშირების გაძლიერება და ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც საქართველო საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის სრულად ასათვისებლად საზღვაო მიმართულებით ახორციელებს. აქცენტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე კეთდება. მაშინ, როცა გლობალური არასტაბილურობის ფონზე ალტერნატიული სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტების ძიება სულ უფრო პრიორიტეტული ხდება, საქართველოში მყოფი 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ერთ სივრცეში განიხილავენ, როგორ უნდა განავითარონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო სისტემები ბოლო წლებში ტვირთბრუნვის მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე. ფორუმის მონაწილეებს მიმართეს ხელისუფლების პირველმა პირებმაც. სტუმრები საზღვაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიან გეგმასაც გაეცნენ, რომელიც პორტების და სარკინიგზო ხაზის სრულად მოდერნიზებას გულისხმობს.

მსგავსი