საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში

15:01, 07.09.2026

საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გაიხსნა ბათუმში – რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა, სადაც საზღვაო და ლოგისტიკური საკითხები განიხილება. მიზანი საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცება, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებაა. ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აქცენტი გლობალური ეკონომიკის ახალ გამოწვევებზე, მარშრუტების დივერსიფიკაციაზე, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლზე გაამახვილა. ორდღიან ფორუმში 40-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე დელეგატი მონაწილეობს.

მსგავსი