საერთაშორისო საზღვაო ფორუმი
40-ზე მეტი ქვეყნის დელეგატები საქართველოში.
ბათუმმა საზღვაო საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. მთავარი განსახილველი თემები იყო საზღვაო სფეროში დაკავშირების გაძლიერება და გლობალური არასტაბილურობის ფონზე შუა დერეფნის მომავალი. საქართველოში ჩამოსული მსხვილი საზღვაო და ლოჯისტიკური კომპანიების წარმომადგენლები იმ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნენ, რომლებიც შუა დერეფნის მარშრუტში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად ასათვისებლად ხორციელდება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და მისი შესაძლებლობები. მოეწყო პანელური დისკუსიებიც.