საერთაშორისო საზაფხულო საბალეტო კურსი

თბილისში პირველი საერთაშორისო საზაფხულო საბალეტო კურსი ტარდება, რომელსაც ცნობილი ქართველი ბალერინა ელენე გლურჯიძე ხელმძღვანელობს. ინგლისის ნაციონალურ ბალეტში კარიერის დასრულების შემდეგ ელენე გლურჯიძემ ლონდონში საბალეტო აკადემია დააარსა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ პროექტს უძღვება. ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის 120-მდე მოსწავლეს, რომელთა შორის არიან თბილისის ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებიც, მასტერ-კლასებს მსოფლიოში ცნობილი პედაგოგები უტარებენ. საზაფხულო კურსები 19 ივლისს, შემაჯამებელი საღამოთი დასრულდება. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.