საერთაშორისო საზაფხულო საბალეტო კურსი
ინგლისის საბალეტო დასის ქართველი პრიმა-ბალერინა საქართველოშია.
ელენე გლურჯიძის მიერ დაარსებული საბალეტო აკადემია 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღს პრიმა-ბალერინა სამშობლოში აღნიშნავს და საზაფხულო მასტერკლასებს საქართველოში პირველად ატარებს. მომავალ თაობას უნიკალური შესაძლებლობა აქვს, რომ მსოფლიოს წამყვანი პედაგოგებისგან გამოცდილება მიიღონ. ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე მასტერკლასებში ქართველ მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი ბავშვებიც მონაწილეობენ, რომლებიც საბალეტო ხელოვნებას საერთაშორისო დონეზე აღიარებული ცნობილი ქორეოგრაფებისგან ეუფლებიან.