საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მაჩვენებელი
საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა. წინა წელთან შედარებით მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 56.4 %-ით გაიზარდა და, 8 მილიარდ 140 მილიონ დოლარს მიაღწია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მხოლოდ წინა თვესთან შედარებით საერთაშორისო რეზერვები 613 მილიონი დოლარითაა მომატებული. ამ მაჩვენებლით რეზერვების მიმდინარე დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ ადეკვატურობის 100 %-იან ზღვარს აღემატება და 128.2 %-ს შეადგენს.