საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში 2026 წლის მე-4 მუხლის კონსულტაციების მისია დაასრულა. დასკვნით განაცხადში, საუბარია საქართველოში 2026 წელს მოსალოდნელ ეკონომიკურ პარამეტრებზეც და ფონდი ზრდის პროგნოზს უცვლელად, 5.3%-ის ოდენობით ტოვებს, ხოლო ირანში დაწყებული ომის ფონზე IMF ელოდება, რომ წელს საქართველოში ინფლაცია 5%-მდე გაიზრდება. ასევე, აქცენტი გაკეთდა იმ წნეხზე, რაც ფასების ზრდას უწყობს ხელს. გარდა ამისა, სავალუტო ფონდის დასკვნით განაცხადში აღნიშნულია, რომ საგარეო პოზიცია გაუმჯობესებულია, თუმცა მოწყვლადია ენერგომატარებლების ფასების და ტურიზმიდან შემოსავლების ცვალებადობის მიმართ. სავალუტო ფონდი, საბოლოო აღწერით, ეროვნული ბანკის მუშაობას დადებითად აფასებს.

მარიამ ბერძენიშვილის ჩართვა #მოამბე