საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასება

„საქართველო მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ინარჩუნებს“ – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება.

გლობალური საფინანსო ინსტიტუტის მისია, თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში იმყოფებოდა და ეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, ყველა პასუხისმგებელი უწყებისგან მიიღო. უმუშევრობის დაბალი დონე, სავალუტო რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი, პროგრესი ფისკალური რისკების მართვის პროცესში, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ეროვნული ბანკის ფრთხილი პოლიტიკა – ამ და სხვა პარამეტრებზე დაყრდნობით ფონდი  მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოწვევებს შორის ინფლაცია სახელდება, ასევე დაძაბული ურთიერთობა ევროკავშირთან, რაც მისიის შეფასებით შესაძლოა უცხოურ ინვესტიციებზე უარყოფითად აისახოს, თუმცა იქვე ნახსენებია რამდენიმე მილიარდიანი არაბული ინვესტიცია, რაც ქვეყნის ეკონომიკის მასტიმულირებელ ფაქტორად არის განხილული.

რას ნიშნავს საქართველოსთვის გავლენიანი ფინანსური ინსტიტუტის დადებითი  შეფასებები – შალვა სუმბაძე დეტალებით.