საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის ვიზიტი

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიჩნეული კრისტინ ლეგარდი საქართველოშია. თბილისში გამართული შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბარს დაუთმო. განცხადებები გაკეთდა სავალუტო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე და ეროვნულ ვალუტაზეც.

რეკომენდაციებს შორისაა ეროვნული ვალუტის მიმართ რწმენის გაძლიერება და დოლარში სესხების შემცირება.

სტუმარმა დღეს არაერთხელ ახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის დახვეწა, განათლების რეფორმა და ინფრასტრუქტურული განვითარება.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ ფონდი საქართველოს მხარდაჭერას და ფინანსურ ხელშეწყობას მომავალშიც განაგრძობს.