საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის შეფასება

18:26, 26.02.2026

საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუდსი ელოდება, რომ 2026 და 2027 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაახლოებით 5.5% იქნება, რაც ხელს შეუწყობს ძლიერ საკრედიტო აქტივობასა და ჯანსაღ ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბანკო აქტივების ხარისხი მდგრადი დარჩება.

მსგავსი