კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა.
მემორანდუმს ხელი კულტურის სამინისტროში კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საოპერო მომღერალმა, გიორგი ანდღულაძემ მოაწერეს. ყოველწლიური ფესტივალის მიზანი, ქართული კულტურის პოპულარიზაცია და საოპერო თეატრალური ხელოვნების განვითარება, ახალგაზრდა თაობის საოპერო ხელოვნებით დაინტერესება და მათი ხელშეწყობაა.