საერთაშორისო საოპერო ფესტივალი ქუთაისში

18:32, 10.09.2018

პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიხსნება 16 სექტემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში. ფესტივალში უცხოელი და ქართველი ვარსკვლავები, თამარ ივერი, რაულ მელო, ვლადისლავ პიავკო და ოპერის სხვა მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. ნაჩვენები იქნება სამი სპექტაკლი, ასევე, ჩატარდება მეტროპოლიტენ-ოპერის სოლისტის, რაულ მელოს მასტერკლასი.

ფესტივალის გახსნამდე, 14 სექტემბერს ქუთაისის ოპერის თეატრი პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსების“ პრემიერით საიუბილეო 50-ე სეზონს გახსნის.

მსგავსი