საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამები 

ახალი შესაძლებლობა ქართველი მეცნიერებისთვის. მარტივდება ევროპის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებაზე წვდომა.

ბრიუსელში ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ქართულ მკვლევარებს საშუალება ექნებათ, რომ სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად ფონდიდან გრანტები მიიღონ. სამეცნიერო ფონდი „ჰორიზონტ ევროპა“ საქართველოში ფილიალების გახსნასაც გეგმავს. ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობას ქართველი მეცნიერების ნაწილი უკვე აპირებს. კონკურსებში ჩართვა შეუძლიათ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსაც. საგრანტო პროგრამის მთავარი სიახლე ის არის, რომ ქართველი მკვლევარები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეცნიერები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ.