საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 

15:30, 07.10.2026

მესტიაში სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. სამეცნიერო ღონისძიება მუზეუმის დაარსებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება. კონფერენცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მეცნიერებსა და მუზეუმის პროფესიონალებს აერთიანებს. მთავარი თემა სვანეთის მუზეუმის ისტორია, მისი სამეცნიერო საქმიანობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებია და ამ შეკრების მიზანიც, მუზეუმის როლის გაზრდაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. მონაწილეებს სვანური კულტურის გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ, ადგილობრივმა ანსამბლებმა მათ უძველესი საგალობლები და სიმღერები წარმოუდგინეს.

მსგავსი