საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. განიხილება ანტიბიოტიკის რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლა, ეროვნული პოლიტიკა და სტრატეგია და ამ მიმართულებით ჯანმრთელობის ერთიანი მიდგომის განვითარება. აღინიშნა, რომ ანტიბიოტიკო რეზისტენტობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა თანამედროვე მედიცინის. კონფერენცია საკითხის შესახებ ცნობადობის ამაღლების კვირეულის ფარგლებში ტარდება და გამოჩენილი ქართველი მიკრობიოლოგის, პროფესორ თამაზ კერესელიძის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.