საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ – იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

წლევანდელი კონფერენცია მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილეს ეძღვნება და მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ცალკე სამეცნიერო სესია ეთმობა.

კონფერენცია, რომელშიც 160-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს, ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო კვლევების წახალისებას, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის სიახლეებისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ეროვნული არქივის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ფილოლოგია; ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა; კულტუროლოგია; ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კონსერვაცია-რესტავრაცია.