საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი

რიგით მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი „სტარმუსი“ 5 სექტემბრიდან სომხეთში გაიმართება.

„50 წელი მარსზე“, – ასეთია წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა, რომელიც დისკუსიებს, სემინარებს, კულტურულ ღონისძიებებს და გასვლითი სამეცნიერო ბანაკების სტუმრობას მოიცავს. სიმპოზიუმში, რომელიც მეცნიერებასა და ხელოვნებას აერთიანებს, მონაწილეობას 50-ზე მეტი ცნობილი მეცნიერი და მუსიკოსი მიიღებს, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები, ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ნეირობიოლოგები და ასტროფიზიკოსები. ერთ-ერთ პანელურ დისკუსიას ქართველი ჟურნალისტი, სოფო შევარდნაძე გაუძღვება. ფესტივალი სომხეთის პრეზიდენტის ეგიდით გაიმართება.