საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი  

კახეთში დღეს ქართველი და უცხოელი ინვესტორები შეიკრიბნენ.

როგორ უნდა იყოს ათვისებული რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი, – ეს იყო მთავარი სასაუბრო თემა საერთაშორისო ფორუმზე, რომელსაც წინანდალმა უმასპინძლა. დასახელდა ის სფეროებიც, სადაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტი ინვესტიციის ჩადებაა შესაძლებელი. ესენია სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ენერგეტიკა. საუბარია ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისებაზე, ასევე ახალი კულტურების განვითარებაზე. თუმცა მთავარი აქცენტი კვლავ ტურიზმის განვითარებაზე და ღვინის ინდუსტრიაზე კეთდება.