თბილისი მასშტაბურ საგანმანათლებლო კონკურსს უმასპინძლებს. მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრება და მსოფლიო თასი 6-7 დეკემბერს გაიმართება. „იუსიმასის“ საერთაშორისო კონკურსი, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდება. მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრება 84 ქვეყნიდან 1 500-მდე მოსწავლესა და 4 000-ზე მეტ სტუდენტს გააერთიანებს. კონკურსის შესახებ დეტალები მისმა ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა დღეს გამოაცხადეს. მათი თქმით, აღნიშნული ღონისძიების ჩვენს ქვეყანაში გამართვა, ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.