საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი

18:40, 02.07.2026

საქართველო საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში იმართება მასტერკლასები, სტუდიო-კლასები, კონკურსები და კონცერტები. წლევანდელ პროგრამაში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები – პასკალ ნემიროვსკი, მიშელ ბეროფი, ანდრეას ფროლიხი, ლუი შვიცგებელი, აკიკო ები, მანანა გოცირიძე და დავით ალადაშვილი. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი, გერმანელი პიანისტი ანდრეას ფროლიხია, ის ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

მსგავსი