საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება

მოქალაქეებმა მეხუთე პრეზიდენტი პირველივე ტურში ვერ აირჩიეს.

7 305-ვე უბნის მონაცემები დათვლილია: ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ეუთო-ს, გაერო-ს, ნატო-ს, ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს დელეგაციების წინასწარი შეფასებები ცნობილია.

დარღვევები, რომლებიც 28 ოქტომბერს გამოვლინდა, თავისი მასშტაბებით არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს – ასეთია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საერთო გზავნილი.

საერთო ჯამში უცხოელი დამკვირვებლები არჩევნებს კარგად ორგანიზებულად აფასებენ, დარღვევებს შორის კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლებზე ზეწოლის ცალკეულ ფაქტებზე მიუთითებენ. ყველა მათგანი შეფასებებში ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ნეგატიურ და პირადი თავდასხმების ფონზე მიმდინარეობდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 100 დამკვირვებელი ადევნებდა თვალს.