საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი ლეილა მესხის აკადემიაში

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დაიწყო პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი TEN-PRO Global Junior Tour, რომელიც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

საქართველოს დედაქალაქს 17 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი ეწვია. შეჯიბრება 10-დან 16 წლამდე ბავშვებში მხოლოდ ერთეულთა თანრიგში იმართება. ტურნირი ჩოგბურთის ისეთ აკადემიებში ტარდება, როგორიც არის რაფაელ ნადალის, კლაისტერსის, ნოვაკ ჯოკოვიჩის, ბორის  ბეკერის, ასევე საფრანგეთის, შვეიცარიის, დუბაის, დანიის და თურქეთის საუკეთესო აკადემიებში. შეჯიბრება ერთ კვირას გაგრძელდება და 31 აგვისტოს ფინალური მატჩებით დასრულდება.