საერთაშორისო პროექტი ქუთაისის უნივერსიტეტში

18:38, 03.11.2026

ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო პროექტის – „პასუხისმგებლიანი და მაღალი ზეგავლენის მქონე უნივერსიტეტები, როგორც მდგრადი ზრდისა და სამეწარმეო საქმიანობის კატალიზატორები საქართველოში“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა KIU-ს კანცლერმა, ლევან კოპალიანმა, რომელმაც პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტებსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას, რათა აკადემიური ცოდნა პირდაპირ დაუკავშირდეს ბიზნესის რეალურ საჭიროებებს.

მსგავსი