საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგი და საქართველო

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისა და ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცხადი გახდა, რომ მსოფლიო პოლიტიკა ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც ტრამპის ინაუგურაციამდე იყო. შტატების 47-ე პრეზიდენტის და მისი ადმინიტრაციის მაღალჩინოსნების კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ, ევროკავშირმა თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე აქტიური ზრუნვა უკვე დაიწყო. მაშინ როდესაც მსოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს ახლებურად განსაზღვრავენ, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა გლობალურ პოლიტიკურ ველზე, სად აღმოჩნდება საქართველო.