„საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“ 

აჭარის ხელოვნების მუზეუმში, „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“ ფარგლებში შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მხატვრები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ნამუშევრები, რომლებიც მხატვრებმა აჭარაში, 4-9 აგვისტოს პერიოდში სხვადასხვა ლოკაციაზე შექმნეს. გამოფენას აჭარის კულტურის მინისტრი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის სხვა წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მხატვრების დაახლოება და ინტეგრაციის ხელშეწყობაა.