საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები ოპოზიციას

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა კიდევ ერთი საერთაშორისო გზავნილი მიიღო. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მოლოდინია, რომ პოლიტიკური პარტიები მათ შორის არსებულ განსხვავებებს გადალახავენ და პარლამენტში საკუთარ ადგილს დაიკავებენ.

საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ უკვე რამდენიმე საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, ოპოზიცია ხელახალი ან ვადამდელი არჩევნების საკითხს დღის წესრიგიდან არ ხსნის და მმართველი პარტიისგან მხოლოდ ამ საკითხებზე ელოდება წინადადებას. მაშინ, როცა დიპლომატების გზავნილი კომპრომისული შეთანხმების მიღწევაა, ოპოზიცია მათი მხრიდან კომპრომისად ვადამდელ არჩევნებს ასახელებს. ახლა ყველა ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების მესამე რაუნდს ელოდება.

სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს საუბარს – ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა განცხადება გაავრცელა, როგორია მისი გზავნილი?

 

დატოვე კომენტარი