საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები - გამოხმაურება

„საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები ადასტურებს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად“ – ასე ეხმაურება გია ვოლსკი საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებებს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო/ოდირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ არის ემოციური და რეალურად ასახავს არჩევნების ჩატარების ზუსტ სურათს.