საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები თვითმმართველობის არჩევნებზე

არჩევნების მეორე ტურის მიმართ მაღალია საერთაშორისო ინტერესი.

საარჩევნო პროცესს დილიდან აკვირდებიან ეუთო/ოდირის დამკვირვებლები და ევროპარლამენტარები, უბნებზე მონიტორინგს ახდენდნენ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები. ამერიკის საელჩოს უბნებზე 26 ჯგუფი ჰყავდა გადანაწილებული. საერთო ჯამში, დღევანდელი არჩევნები 52 საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვირვების ქვეშ არის. მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა – ასეთი იყო დიპლომატების მთავარი გზავნილი და მოწოდება. პოლიტიკური ლიდერებისთვის საზოგადოების ხმის მისაწვდენად ისინი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ და უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ.