საერთაშორისო ოლიმპიური დღე
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ოლიმპიური გარბენი გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს, რომელიც 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თარიღთან დაკავშირებით, მასობრივი ღონისძიებებით აღინიშნება, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება და 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში ოლიმპიური ღონისძიებები 1994 წლიდან ტარდება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ქალთა და კაცთა კატეგორიაში საუკეთესო სამეულში გასულები, შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა, გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ.