საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს

პროვოკაციების ფონზე, ოფიციალური თბილისი საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას განაგრძობს. ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე და გუგუტიანთკარში გავლებულ ახალ მავთულხლართებზე ვრცელი ინფორმაცია, საქართველოში მყოფმა შვედმა პარლამენტარებმა მიიღეს.

ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრამდე, საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგები და ის, თუ როგორ აისახება ოკუპაცია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურობაზე, დეპუტატებმა საკუთარი თვალითაც ნახეს და საქართველოს მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები გააკეთეს.

დეოკუპაციისა და არაღიარების ნაწილში, ქვეყანამ ურყევი მხარდაჭერა მიიღო ქვეყანაში მყოფი კიდევ ერთი დელეგაციისგან, რომელიც სან-ტომე და პრინსიპიდან ჩამოვიდა. თუმცა ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევს და საერთაშორისო პარტნიორებთან რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის გააქტიურებას ითხოვს.