საერთაშორისო კვირეული საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ

სკრინინგ-პროგრამებზე მიმართვიანობის გაზრდა – ეს არის მთავარი ამოცანა, რომელსაც ექიმები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადების მაჩვენებლის შესამცირებლად სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ.

საშვილოსნოს ყელის კიბოზე საინფორმაციო კამპანიის საერთაშორისო კვირეულს საქართველოც უერთდება. სხვადასხვა აქტივობა ერთ მთავარ მიზანზეა გათვლილი – დროული დიაგნოსტირების ხელშეწყობაზე, რაც ონკოლოგიური დაავადების შორს წასული პროცესის პრევენციის საუკეთესო გზაა. საინფორმაციო კამპანია დაავადების გამომწვევი პაპილომავირუსისგან დაცვის გზებზე მოსახლეობის ინფორმირებასაც გულისხმობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ვაქცინაციაზეც დაბალი მიმართვიანობაა.