საერთაშორისო კრიტიკა - გამოხმაურებები

სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშე არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო და არც ევროსაბჭოს იდეა არსებობს ამ უფლების აღიარების გარეშე, – ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე მომხსენებლების განცხადებას კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით.
„ნებისმიერი სუბიექტის მიმართ ბრალდება იმის გამო, რომ მან საკუთარი უფლებით ისარგებლა და სასამართლოს მიმართა, ან ამ ძირეული პრინციპის გაუაზრებლობაა, ან ამ უფლების წართმევა. ერთიც და მეორეც შემაშფოთებელია. „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ინიციატივაზე მექანიკური კრიტიკა მოწმობს, რომ საქმე გვაქვს არა გააზრებულ პოზიციასთან, არამედ იმპულსების დონეზე დაყვანილ შეპასუხებასთან“, – წერს შალვა პაპუაშვილმა. საკითხს მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.