თბილისის ვოკალისტთა მეოთხე საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN დასრულდა.
მსოფლიოს 22 ქვეყნიდან, 41 ახალგაზრდა მონაწილე საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები იყვნენ. პირველი პრემიის მფლობელი ქართველი თათა რაზმაძე გახდა. ფინალისტები მაყურებლის წინაშე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად წარდგნენ.