საერთაშორისო კონგრესი „მედიცინის ჰორიზონტები“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, გლობალური ჯანდაცვის კონგრესი „მედიცინის ჰორიზონტები“ გაიხსნა.

კონგრესის მიზანია, სხვადასხვა დისციპლინის პროფესიონალებისა და დაინტერესებული მხარეების შეკრება, გლობალური ჯანდაცვის ინიციატივების წახალისება და რეგიონთაშორისი კრიტიკული ჯანდაცვის გამოწვევების განხილვა. კონგრესის ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი საერთაშორისო აკრედიტირებული სერთიფიკატი.