საერთაშორისო კონგრესი

15:31, 17.07.2026

საქართველოში პირველად, გადაუდებელი მედიცინისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის საერთაშორისო კონგრესი ტარდება. ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორები – ემორის უნივერსიტეტი, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტოქსიკოლოგიის ასოციაცია და საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ასოციაციაა. მხარდამჭერი კი, კავკასიის მედიცინის ცენტრია. კონგრესი განკუთვნილია ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის ექიმებისთვის, ტოქსიკოლოგებისა და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისთვის. ფორუმის მიზანი დარგში არსებული გამოწვევების, ინოვაციებისა და უახლესი მიღწევების განხილვაა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძეც ესწრება.

მსგავსი