საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაში მსოფლიოს 15-მდე ქვეყნიდან ინსულტის დარგში მოღვაწე მკვლევრები და პრაქტიკოსი ექიმები მონაწილეობენ. შეხვედრის ძირითადი მიზანი ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაა. მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები დარგში არსებულ გამოწვევებზე ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.