საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

ფულის მიმოქცევა და მართვის საკითხები – ამ თემებზე თბილისში ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ. ღონისძიებას კომპანია „ქურენსი რესერჩი“  საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ატარებს და მასში ევროპისა და რეგიონის ცენტრალური და კომერციული კომპანიების წარმომადგნელები იღებენ მონაწილეობას.