საერთაშორისო კონფერენცია თბილისში
თბილისი მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება მესამე დღეა მიმდინარეობს და დელეგატები მომხმარებელთა დაცვის რეგიონული პერსპექტივებზე მსჯელობენ. ყურადღება მახვილდება აღსრულების ეფექტიან მექანიზმებზე, ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებასა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში ინოვაციური მიდგომების განვითარებაზე. დღეს მიმდინარე პანელში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები, ასევე ბულგარეთის მომხმარებელთა დაცვის კომისიის წარმომადგენელი მიიღებენ მონაწილეობას. სესიას გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პროგრამების მართვის ოფიცერი ვალენტინა რივასი გაუძღვება. თბილისში გამართული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობს.