ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგატები თბილისში.
საქართველოს დედაქალაქმა საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა. ვეტერინარიის მსოფლიო დღის გათვალისწინებით დისკუსიის თემა ცხოველთა ჯანმრთელობა, დაავადებების გავრცელების პრევენცია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იყო. ქართულმა მხარემ უცხოელ სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. კონფერენციის დასასრულს წარმატებული ვეტერინარები და სტუდენტები დააჯილდოვეს.