საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

სამმხრივი სოციალური დიალოგის გაძლიერების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს თბილისი. ფორუმის მონაწილეები ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევაზე და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 144-ე კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობაზე მსჯელობენ.

საერთაშორისო კონვენცია ჩვენ ქვეყანაში ძალაში 2019 წლის 8 მაისს შევა. კონვენცია საქართველოს სამმხრივი სოციალური დიალოგის გზით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკულ რეალიზებას ავალდებულებს. დოკუმენტი უზრუნველყოფს ეფექტიანი კონსულტაციების გამართვას მთავრობის დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის.