საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

12:22, 28.04.2026

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქპატენტის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც ევროპის 14 ქვეყანა მონაწილეობს. ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ჯგუფის საერთაშორისო კონფერენცია, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქპატენტის ორგანიზებით იმართება. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ თანამედროვე ეკონომიკაში ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის – დიზაინის როლს. კონფერენცია აერთიანებს ევროპის 14 სახელმწიფოს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ მაღალი რანგის სტუმრები WIPO-დან, სპეციალურად მოწვეული პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერები. კონფერენციის სესიების პარალელურად, მონაწილეებისთვის გაიმართა ცნობილი ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის ქართული ტრადიციული სამოსი და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები.

მსგავსი