საერთაშორისო კონფერენცია თბილისში
„კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ახალი ტექნოლოგიების გავრცელებასა და გამოყენებაში“ – თბილისში ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია იმართება. განიხილება, თუ როგორ შეიძლება იქცეს სამეცნიერო კვლევების შედეგები რეალურ პროდუქტებად და რა მნიშვნელობა აქვს ცოდნას თანამედროვე ეკონომიკაში. მონაწილეობს საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი. ღონისძიების გახსნამდე, ის საქპატენტის თავმჯდომარესა და განათლების მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის მნიშვნელობაზე.