საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

12:30, 25.03.2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით, თბილისში „წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა. ღონისძიების მიზანია საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიების მოზიდვა და მათი ჩართულობა ქვეყნის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

კონფერენციამ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურის, საინჟინრო და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კერძო კომპანიები. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

მსგავსი