საერთაშორისო კონფერენცია – „ოქროს საწმისის ქვეყანა“
„ოქროს საწმისის ქვეყანა“ – ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ღონისძიება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება. მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მკვლევარები. დღესვე სამკითხველო დარბაზს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის სახელი მიენიჭა. ბიბლიოთეკის ახალი აბრა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ უნივერსიტეტის რექტორთან ერთად გახსნა.