საერთაშორისო კონფერენცია ეროვნულ მუზეუმში
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ეროვნულ მუზეუმში.
კონფერენციაზე მოხსენებით მსოფლიო დონეზე აღიარებული პალეოანთროპოლოგები, მიშელ ბრუნე და ხუან ლუის არსუაგა გამოვიდნენ. წარადგინეს უახლესი კვლევები და ჯერ გამოუქვეყნებელი სამეცნიერო მონაცემები დმანისის, აფრიკის, ევროპისა და აზიის სხვადახვა მნიშვნელოვან ძეგლსა და ექსპონატზე. ღონისძიება დმანისში უძველესი ჰომინინების აღმოჩენიდან 35 წლის იუბილეს მიეძღვნა.